ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ერთ-ერთ უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ერთ-ერთ უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ფოთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ. იგი 30-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

მისი განცხადებით, ხმა მისცა ქვეყნისა და ქალაქის განვითარებას.

„ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც შეუძლია, იზრუნოს ამ ქალაქის განვითარებაზე საკრებულოს უმრავლესობასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და გააერთიანოს ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ზედმეტი სიბინძურისა და სიყალბის გარეშე საერთო წარმატებისთვის. ჩვენი ინტერესია, მშვიდად წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან არეულობა აწყობს იმას, ვინც აგებს და ჩვენ ვიგებთ“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.