ფოთში პრევენციის მიზნით 19 მებაჟესა და ოთხ ფარმაცევტს კორონოვირუსზე ტესტი გაუკეთეს
ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისათვის 19 მებაჟისა და ოთხი ფარმაცევტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა.
„ახალ კორონავირუსზე ტესტირების არეალს თანდათანობით ვაფართოებთ. დღეს მებაჟეები და ფარმაცევტები დავტესტეთ. აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება გეგმურად და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ფარმაცევტების დატესტვას სავარაუდოდ ხვალაც გავაგრძელებთ. ანალიზების კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში „პისიარ“ ტექნოლოგიით განხორციელდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.