ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გაიხსნა.
ოფისის გახსნას გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
გიორგი გახარია შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„რეგიონში, ზუგდიდის მერე გავხსენით ფოთში პარტიის ოფისი. აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ჩვენი პარტიის ოფისები გახსნილი. ფოთის შემდეგ, დღეს მარტვილის ოფისი გაიხსნება და უახლოეს მომავალში გაიხსნება სხვა მუნიციპალიტეტებში. ჯერ ვმსჯელობთ მერობის კანდიდატებზე და უახლოეს მომავალში ამის შესახებაც მოგახსენებთ, ვინ იქნება მერობის კანდიდატი ფოთში და ზუგდიდშიც“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.