ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის ორი პაციენტის ანალიზი იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მათგან ერთი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„პაციენტების ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი. მანამდე პაციენტები ბოქსირებულ პალატებში იყვნენ მოთავსებულები. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.