ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორი პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ორივე მათგანი ფოთის მცხოვრებია.
ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს 68 წლის ქალსა და 49 მამაკაცს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიოდნენ მკურნალობას. ორივე პაციენტი უკვე გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.