ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს, 75 წლის მამაკაცს ლანჩხუთიდან და 20 წლის მამაკაცს ფოთიდან „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. ორივე მათგანს უკვე ჩაუტარდა ტესტირება. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. 20 წლის მამაკაცი უკვე გაეწერა კლინიკიდან, 75 წლის მამაკაცი კი აგრძელებს მკურნალობას“,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.