ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის 20 მძღოლი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის 20 მძღოლი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის გაგზავნილი 20 პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. კვლევით დადგინდა, რომ ტრანსპორტის მძღოლებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

„ფოთში 20 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები არიან. არც ერთს არ აღმოაჩნდა „კოვიდ-19“. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.