ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში ხვალიდან, 29 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს.
„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება, პრევენციული ღონისძიებების უფრო გამკაცრებაა საჭირო. მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. დარჩით სახლში, დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.