ფოთში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი დილიდან არ მიეწოდება.
ფოთის წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერის განცხადებით, მაგისტრალური მილი, საკანალიზაციო სისტემის მშენებლების მიერ დაზიანდა, რაც ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირად ხდება. მისივე თქმით, ადგილობრივებს სასმელი წყალი დაახლოებით, 23:00 საათზე აღუდგებათ.
„მოწერელიასა და კაკულიას ქუჩების კვეთაზე 25-სანტიმეტრიანი მაგისტრალური მილია დაზიანებული, რომელიც ისევ კომპანია „ტაჰალმა“ დააზიანა. დილით გასკდა მილი და მას შემდეგ ვმუშაობთ. ვეცდებით, საღამოს თერთმეტი საათისთვის აღვუდგინოთ მოსახლეობას წყლის მიწოდება“, – განაცხადა ფოთის წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა ნუგზარ ფაცაციამ.