ფოთში მოხალისეები კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში მონაწილეობენ
ფოთში მოხალისეები კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში მონაწილეობენ

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, „კოვიდ-19“-ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები. მოხალისეების გადამზადებას „წითელი ჯვარი“ უზრუნველყოფს.

„45 მოხალისე ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს. ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.