ფოთში მიზნობრივი კვლევის ფარგლებში, კორონავირუსზე ტესტი კიდევ 55 პირს ჩაუტარდა
ფოთში მიზნობრივი კვლევის ფარგლებში, კორონავირუსზე ტესტი კიდევ 55 პირს ჩაუტარდა

ფოთში, თვითიზოლაციაში 63 პირი იმყოფება. მიზნობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკვლიეს 55 პირი, რომლებიც საბაჟოს თანამშრომლები არიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ფოთი ე.წ. მწვანე ზონაა და მუდმივად მიმდინარეობს ყველა საეჭვო პაციენტის კვლევა.

„ფოთში დღეის მდგომარეობით კორონავირუსის მხრივ სიმშვიდეა, რაც ძალიან გვახარებს. დღეს გეგმურად „კოვიდ 19“-ზე ჩატარდა გამოკვლევა „პისიარ“ მეთოდით. გამოვიკვლიეთ საბაჟოს თანამშრომლები, ასევე, ერთი პიროვნება-მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდის კლასტერთან. მას დღეს დაუმთავრდა თვითიზოლაციის პერიოდი და გავაკეთეთ გამოკვლევა. ამის შემდეგ გაირკევა, თუ რა ბედი ეწევა მას, მოიხსნება თვითიზოლაციიდან, თუ გააგრძელებს აღნიშნულ პროცესს, შემდეგ კვლევებსა და მეთვალყურეობას. ჩვენთვის პრობლემაა საერთაშორისო მიმოსვლის მძღოლები. მათზე ვამყარებთ თვითიზოლაციას და საკარანტინო სივრცეშიც არიან მოთავსებულები“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.