ქალაქ ფოთში, მეთევზეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა თევზჭერაზე კვოტების გაზრდაა. მეთევზეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამავლობას და აღნიშნული საკითხის დარეგულირებას სთხოვენ.
„კვოტა მალევე ამოიწურა. არადა, წინ კიდევ სამი თვეა. ფაქტობრივად უმუშევრები ვრჩებით. მარაგი არის, ხოლო ნებართვა – არა. იმედი მაქვს, საკითხი დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა „საქართველოს მეთევზეთა კავშირი 2015-ის“ თავმჯდომარემ, ლაშა მიმინოშვილმა.
ფოთის მერის პირველი მოადგილის, მამუკა პაპასკირის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოისმინა მეთევზეების პრობლემა და შეეცდებიან ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამავლის როლი შეასრულონ.