ფოთში მძღოლს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, „პისიარ“ კვლევით ვირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში მძღოლს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, „პისიარ“ კვლევით ვირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლის „პისიარ“ კვლევის პასუხი მიიღეს.

სწრაფი ტესტით მას კორონავირუსი დაუდგინდა, „პისიარ” კვლევამ კი, უარყოფითი შედეგი აჩვენა.

„ჩვენ გადამოწმების მიზნით, „პისიარ“ კვლევისთვის გავაგზავნეთ მამაკაცის ანალიზი და საბედნიეროდ, მას კორონავირუსი არ დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.