ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ორი დღეა, მიმდინარეობს
ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ორი დღეა, მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
უწყების ცნობით, პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები.
უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, სანამ მოზარდს არ იპოვიან.