ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ქალაქ ფოთის მერიის მხარდაჭერით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის მრავალპროფილური საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ ექიმებმა ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
ამასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ქალაქის მერთან, გოჩა კურდღელიასთან, ერთად ფოთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. მან ადგილობრივებს სამსახურის გეგმები გააცნო, რომელიც ქალაქში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. მუნიციპალიტეტის მერმა კი ისაუბრა იმ შეღავათებსა და პროგრამებზე, რასაც მუნიციპალიტეტი ვეტერანებისთვის ახორციელებს.