ფოთში მცირეწლოვან პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
ფოთში მცირეწლოვან პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში მოთავსებულ მცირეწლოვანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

მისი კვლევის პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი.

„ფოთიდან წლისა და ერთი თვის ბიჭუნას, საბედნიეროდ, კორონავირუსი არ დაუდგინდა და იგი დილით უკვე გაეწერა კლინიკიდან. ამჟამად, ჩვენთან იმყოფება 48 წლის ქალბატონი, რომელიც შემოყვანილია ლანჩხუთიდან. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ახლა იღებენ სინჯებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.