ფოთში მამაკაცი მოკლეს
ფოთში მამაკაცი მოკლეს

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სასტიკად იყო ნაცემი.

„ჩვენს კლინიკაში „112“-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა“,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის რეანიმატოლოგმა, გაგა ტყეშელაშვილმა.

შსს-ს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზხრახ მკვლელობას გულისხმობს.