ფოთში, მალთაყვას უბანში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერები მოიპარეს
ფოთში, მალთაყვას უბანში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს.
ფოთის მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობიდან წაღებულია ორი კომპიუტერი.
„წაღებულია ორი კომპიუტერის პროცესორი. კარები დაკეტილი დაგვხვდა. სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. პოლიცია დაადგენს ყველაფერს,“- განაცხადა მერიის წარმომადგენელმა მალთაყვის უბანში, უჩა დოლიძემ.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.