ფოთში კორონავირუსზე შემოწმებულ 20 პირს ინფექცია არ დაუდგინდა
ფოთში კორონავირუსზე შემოწმებულ 20 პირს ინფექცია არ დაუდგინდა

ფოთში კორონავირუსზე შემოწმებულ 20 პირს ინფექცია არ დაუდგინდა, შემოწმებულთა შორის 16 მედიკოსია.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, მედიკოსების გამოკვლევა გეგმიური ხასიათისაა და პრევენციის მიზნით კეთდება.

„ლუგარის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ 16 მედიკოსის, მათ შორის შვიდი ექიმის ბიოლოგიური მასალა, ასევე გამოვიკვლიეთ ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით შესული პაციენტები. ესენი არიან 17 წლის გოგო, 10 წლის ბიჭი და 38 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, 62 წლის ქალი ლანჩხუთიდან. საბედნიეროდ, ოცივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა“,  – განაცხადა ნანა მხეიძემ.