ფოთში კორონავირუსზე სამი პირის, მათ შორის ორი ბავშვისა და ერთი მედიცინის მუშაკის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში სამი ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. გამოსაკვლევ პირთა შორის ერთი მედიცინის სფეროს წარმომადგენელია.
„ერთი პაციენტი, 11 წლის მოზარდი 112-მა ხობიდან ჩამოიყვანა, ხოლო მეორე, წლის და ოთხი თვის ბავშვი ადგილობრივია. ორივე მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. გაგზავნილია კიდევ ერთი, მედიკოსის ბიოლოგიური მასალა. მისი ანალიზი გეგმურად, პრევენციის მიზნითაა გაგზავნილი. სამივე ანალიზის პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.