ფოთში კორონავირუსზე საბაჟოს 28 თანამშრომლის ტესტის პასუხებს ელოდებიან
ფოთიდან, მიზნობრივი კვლევის ფარგლებში, საბაჟოს 28 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.
როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, გამოკვლევა „პისიარ“ კვლევის მეთოდით ჩატარდება.
„კვლევები წინა დღეებშიც ტარდებოდა. საბაჟოს თანამშრომელთა ნაწილის ანალიზის პასუხები ცნობილია და „კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. დღეს გავაგზავნეთ დამატებით 28 ნიმუში. მათი პასუხები გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. პროცესი პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.