ფოთში კორონავირუსზე გამოკვლეული 46 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთში კორონავირუსზე 46 მედიკოსი გამოიკვლიეს. მისივე ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.
„ფოთში 46 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი კლინიკის თანამშრომლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.