ფოთში კორონავირუსზე გამოკვლეულ საბაჟოს თანამშრომლებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ
ფოთში საბაჟოს თანამშრომლებს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდათ და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგულარულად მოწმდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„დასრულდა შემოსავლების სამსახურში დასაქმებული პირების ტესტირება. საბედნიეროდ, ყველა შედეგი უარყოფითია. თვითიზოლაციაზე გვყავს ტრაილერის ორი მძღოლი, რომლებსაც თვითიზოლაციის ვადის ამოწურვისთანავე ჩაუტარდებათ გამოკვლევა და დიდი ალბათობით, მოეხსნებათ ეს რეჟიმი. ასევე, გვყავს „კოვიდით“ დაინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი ხუთი პირი, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ პირველადი გამოკვლევით ვირუსი არ დაუდგინდათ. ორშაბათს იგეგმება განმეორებითი კვლევა და შედეგის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.