საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის 110 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. აქედან 88 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია, 22 კი – თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ტუბდისპანსერის პაციენტი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
მხეიძის თქმით, შსს-ს წარმომადგენელთა ბილოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის ხვალ დილით გაიგზავნება.
„ჩვენ გამოვიკვლევთ 88 პირს. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.
რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მხეიძის თქმით, მათ შემთხვევაშიც კვლევა გეგმურია.
„გამოვიკვლიეთ ასევე 22 ადამიანი. ისინი თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ტუბდისპანსერის პაციენტი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევაც გეგმურია“, – აღნიშნა მხეიძემ.