ფოთში კორონავირუსზე 70 მეხანძრე-მაშველისა და მომსახურების სააგენტოს სამი თანამშრომლის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთში 70 მეხანძრე- მაშველის ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან. ასევე, ანალიზი აუღეს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს.
„ფოთში დავტესტეთ 70 მეხანძრე-მაშველი და მომსახურების სააგენტოს სამი თანამშრომელი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება და არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.