საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში „პისიარ“ კვლევისთვის 66 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს.
ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.
მხეიძის თქმით, მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.
„ჩვენ გამოვიკვლევთ 66 პირს. აქედან 65 სამართალდამცავი სტრუქტურების, ხოლო ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.