ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟოს თანამშრომლების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დავტესტეთ გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟოს 37 წარმომადგენელი. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.
ამასთან, როგორც ნანა მხეიძემ განაცხადა, „პისიარ“ კვლევისთვის ფოთის კლინიკის შვიდი თანამშრომლის ბიოლოგიური მასალაც არის გაგზავნილი.