საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში „პისიარ“ კვლევისთვის 40 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს.
მხეიძის თქმით, შსს-ს წარმომადგენელთა ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის ხვალ დილით გაიგზავნება.
„ჩვენ გამოვიკვლევთ 40 პირს. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.