ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 24 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აქედან 12 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ხუთი კი, თბილისში ერთ-ერთი ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტებია.
როგორც ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გამოსაკვლევად გაიგზავნა „ცხელების ცენტრის“ პაციენტების ანალიზებიც.
„ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაგზავნილ 21 პირის ანალიზის პასუხს ველოდებით. ამას ემატება ცხელების ცენტრის სამი პაციენტი. აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.