ფოთში კორონავირუსზე 118 ნიმუში გამოიკვლიეს, ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში გამოკვლეული 118 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ეპიდკვლევა კვლავ გრძელდება.
„გუშინ გაიგზავნა 118 ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში, პასუხები უარყოფითია. აღნიშნული კვლევა გეგმური იყო. შეიძლება ითქვას, ფოთში სიმშვიდე გვაქვს. ეპიდემიოლოგები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.