ფოთში კორონავირუსით ინფიცირებული პირის ოჯახის წევრებს კარანტინის ვადა ამოეწურათ
ფოთში კორონავირუსით ინფიცირებული პირის ოჯახის წევრებს კარანტინის ვადა ამოეწურათ

ფოთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირის ოჯახის წევრებს კარანტინის ვადა ამოეწურათ. თავად პაციენტი მკურნალობას ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში აგრძელებს.

„კარანტინში მყოფ სამ ადამიანს ხელმეორედ გაუკეთდა ანალიზი „კოვიდ-19“-ზე და პასუხები უარყოფითია. სამივე მათგანი უკვე ფოთში, საკუთარ ბინაში იმყოფება. ჩამოსვლამდე მათ საცხოვრებელ ადგილებს, პროფილაქტიკის მიზნით, დეზინფექცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტს, თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ბათუმში აგრძელებს. მას თავიდანვე არ ჰქონია გართულებები, ავადმყოფობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.