ფოთში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში, დღეს, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა.

„დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან შვიდი ინფიცირებული დატოვებულია ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ერთი კი გადაყვანილია ფოთის ჰოსპიტალში. ამ პერიოდისათვის ფოთში სულ დარეგისტრირებულია 213 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 56, სტაციონარულ მკურნალობაზეა 19 ინფიცირებული, კარანტინში 16, ბინაზე კი 122 პაციენტი“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.