ფოთში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელსაა გადაცილებული. იგი ფოთელია და ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
„მამაკაცმა გუშინ მოგვმართა. იგი გუშინდელი დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში და სამწუხაროდ, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ახლა, მისი ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ავიღეთ და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.