ბოლო 24 საათში, ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში მოსახლეობის ტესტირება რამდენიმე დაწესებულებაში ხორციელდება.
„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 4 210 პაციენტი, გარდაიცვალა 37, აქტიური პაციენტია 48, მათ შორის სტაციონარშია 26, კარანტინში – სამი, ბინაზე კი – 19.
თვითიზოლაციაშია 133 კონტაქტირებული პირი, მათ შორის 10 ახალი შემთხვევის კონტაქტია. ტესტირება ჩაუტარდა 221 პირს, მათ შორის 114 გეგმურია. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 27 პაციენტი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.