საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ორი ფოთში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ერთი სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, მეორე კი, ახალი შემთხვევაა და ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების დადგენა. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.