ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევათა კლება, ეპიდკვლევა კი, კვლავაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 910 პაციენტი, გარდიცვალ 29, აქტიური პაციენტია 177, სტაციონარშია 55. მათგან ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის 37 ინფიცირებული. კარანტინშია ორი, ბინაზე – 120, თვითიზოლაციაში კი, 155 პირია, ახალი შემთხვევის კონტაქტია 14, ტესტირება ჩაუტარდა 33 პირს.
ფოთში ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.