ფოთში კორონავირუსზე 76 პირის ტესტების შედეგები მიიღეს არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„საბედნიეროდ, დღეს ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვიმედოვნებთ, სხვა კვლევების შედეგებიც უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნინო ლეფსაიამ.
რაც შეეხება ფოთის კლინიკას, იქ ახალი კორონავირუსით 29 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
„ამჟამად, კლინიკაში იმყოფება 33 პაციენტი. აქედან 29 არის კოვიდდადებითი, ოთხი პაციენტი არის ტრიაჟში და ველოდებით „პისიარ“ კვლევის პასუხებს. პაციენტები აჭარიდან, გურიიდან, იმერთიდან და ფოთიდან არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.