ფოთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საეჭვო პაციენტების კვლევა.

„სულ ამ პერიოდისათვის ფოთში აღრიცხულია კორონავირუსის 3 427 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 3 120 პაციენტი, გარდაცვლილია 23, სტაციონარში მკურნალობს 42 პირი, მათგან 30 პაციენტი ფოთის ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს. კარანტინშია 14, ბინაზე კი 167 პირი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.