ფოთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ აღრიცხულია 3 319 შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულია 2 858 პაციენტი, გარდაცვლილია 22.
„ფოთში ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების ძიება და ეპიდკვლევა გრძელდება. ამ დროისათვის აქტიური პაციენტი გვყავს 439, სტაციონარშია იმყოფება 59. ტესტირება ჩაუტარდა 119 პირს, გეგმიური კვლევა კი ჩაუტარდა 16 ადამიანს. ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის30 პაციენტი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.