ფოთში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც 3 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა და ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას გეგმავს. კომპანია უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Nike, Puma, Lotto, Erima. მათ რიცხვს ახლო მომავალში New Balance და Under Armour შეემატება.
საწარმოს გახსნას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შპს „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.