კომენდანტის საათის დარღვევისთვის ფოთში ორი პირი დააჯარიმეს.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა თერმოსკრინინგი და მანქანების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
„სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება სადარბაზოებში, ასევე მიმდინარეობს ქუჩების მორეცხვა. გრძელდება მოწყვლად ჯგუფებზე პროდუქტების დარიგება. ქალაქში ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ ვთხოვ მოქალაქეებს, თუ არ არსებობს აუცილებლობა, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.