ფოთში ხვალ გეგმური კვლევის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროს 56 წარმომადგენლის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის დამატებით 56 პირის, პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დღეს 56 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.