ფოთში ხვალ გეგმური კვლევის ფარგლებში ეკონომიკური ზონის თანამშრომლების ტესტის პასუხებს ელოდებიან
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაფორმების ეკონომიკური ზონის თანამშრომლების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დღეს დავტესტეთ გაფორმების ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.