ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევის შედეგები ცნობილია – არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებოდა.
„კლინიკაში იმყოფებოდა ხუთი პაციენტი. 6 წლის ბიჭი და 78 წლის მამაკაცი ფოთიდან, 18 ბიჭი ლანჩხუთიდან ასევე, 61 წლის ქალი ჭალადიდიდან და 48 წლის ქალი ფოთიდან. მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. უკვე ხუთივე პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.