ფოთში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ექიმების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში რესპირატორული სიმპტომებით გუშინ მოათავსეს და მათი ბიოლოგიური მასალაც გუშინვე გაიგზავნა ლაბორატორიაში.

„მივიღეთ ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი და ყველა მათგანი უარყოფითია. ესენია, 52 წლის მამაკაცი ფოთიდან, 24 წლის ქალი ლანჩხუთიდან, 37 წლის მამაკაცი ფოთიდან, 75 წლის ქალი ფოთიდან, 48 წლის ქალი ასევე ფოთიდან. მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ამჟამად ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მისივე ცნობით, დღეს კლინიკიდან კიდევ სამი პაციენტის ნიმუში გაიგზავნა გამოსაკვლევად, პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.