ფოთში ჯანდაცვის სფეროს შვიდი წარმომადგენლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი შვიდი პირის კვლევის შედეგი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან.
„მივიღეთ კვლევების პასუხები. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.