ფოთში ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ინფრასტრუქტურული, სოციალური და განათლების მიმართულებით სამიზნე ჯგუფი შეიქმნება
ფოთში, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ინფრასტრუქტურული, სოციალური და განათლების მიმართულებით სამიზნე ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
„აღნიშნული ჯგუფები მოსახლეობის საჭირო ინფორმირებას, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მყისიერ რეაგირებას და საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას მოახდენენ. ფოთის მერიაში მოქმედებს ქოლცენტრი“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.