ფოთში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ჰქონია
ფოთში გრიპის ვირუსის ინფიცირებით კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ჰქონია.
როგორც საქართველოს პირველ არხს ფოთის ჰოსპიტალის ექიმმა, გაგა ტყეშელაშვილმა განუცხადა, მიმართვიანობამ დეკემბრის ბოლო კვირიდან იმატა. პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა სტაბილურია.
„გრიპის ვირუსის ინფიცირებით მომართვიანობამ უფრო მეტად დეკემბრის ბოლო კვირიდან მოიმატა. უმრავლესობის მდგომარეობა სტაბილურია, საკმარისი იყო ამბულატორიული მკურნალობა. რამდენიმე პაციენტი კი, განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას ჩვენს კლინიკაში. მათი მდგომარეობაც აბსოლუტურად სტაბილურია“, – აღნიშნა გაგა ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, ვირუსის პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია საცხოვრებლის ხშირი განიავება და ხელების ხშირი დაბანა.
„ყველას ვურჩევ, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ საცხოვრებელი ოთახი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში კონტაქტს დღის განმავლობაში და სიმპტომების გამოჩენისთანავე,როგორიც არის: თავი ტკივილი, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, მიმართონ ოჯახის ექიმს. წელს გართულებები არ ყოფილა, კლინიკამ შეძლო ყველა პაციენტის მართვა“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექიმმა, გაგა ტყეშელაშვილმა.