ფოთში გეგმური კვლევის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროს შვიდი წარმომადგენლის ანალიზის პასუხებს ხვალ ელოდებიან
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის დამატებით შვიდი პირის, პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დღეს შვიდ პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.