ფოთში გეგმურად გამოკვლეულ შსს-ს 26 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი შსს-ს 26 თანამშრომლის ანალიზის პასუხი ცნობილია.
არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
„ფოთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 26 თანამშრომელს ჩაუტარდა კვლევა. ნიმუშები ზუგდიდის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. პასუხები ცნობილია და საბედნიეროდ, „კოვიდ-19“ არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.